Pikria Tsverava
🔉გსურს, შეისწავლო იტალიური ენა? - ესე იგი, ეს წიგნები შენთვისაა!
იტალიურის, როგორც უცხო ენის შესასწავლად, ქართულ ენაზე მწირი რესურსი მოიპოვება. თავიდან, როცა იტალიური ენის შესწავლა დავიწყე, ვეძებდი იტალიური გრამატიკის წიგნს ქართულ ენაზე, თუმცა ვერ ვიპოვნე წიგნი, რომელიც ჩემს მოთხოვნებს და საჭიროებებს დააკმაყოფილებდა.
უკვე გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ იტალიური ენა გამარტივებულად, იტალიური ენის გრამატიკის ქართულენოვანი წიგნით, სწავლების მეთოდის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით და უცხო ენის ათვისებისთვის, სასწავლო მასალების გრამატიკული, სწორი თანმიმდევრობით.
ეს წიგნები, ვფიქრობ, გამოგადგებათ ამ უცხო ენის შესწავლის დამწყებ და უფრო მაღალ დონეზე მყოფთათ, ჩემი სრულფასოვანი რეკომენდაცია მათ.
მინდა, მადლობა გადავუხადო ვიქტორიას, ამ მნიშვნელოვანი შრომისთვის!