სასიხარულო ინფორმაცია იტალიური ენის შესწავლის მსურველთათვის – იტალიის ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი “ვიქტორია” გაიხსნა – “ნინას ესპრესო” ბარიში ჩავიდა

  •  სასიხარულო ინფორმაცია იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის
  • კულტურული ასოციაცია და იტალიური ენის შემსწავლელი ცენტრი „ვიქტორია“ და მისი დამფუძნებელი ვიქტორია ცუხიშვილი
  • ემიგრანტი ჟურნალისტის, ნინა მამუკაძის საავტორო გადაცემაში „ნინას ესპრესო“

იტალიის ქალაქ ბარიში კულტურული ასოციაცია „ვიქტორიას“ დამაარსებელმა ვიქტორია ცუხიშვილმა იტალიური ენის შემსწავლელი სასწავლო ცენტრი გახსნა, რომლის ინაუგურაციაც 9 ოქტომბერს გაიმართა. პრეზენტაციას ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს, მედიისა და დიასპორის წარმომადგნელები ესწრებოდნენ.



ცენტრი სასწავლო პროცესს 20 ოქტომბრიდან დაიწყებს. აქ ქართველ ემიგრანტებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ  არა მარტო იტალიური, არამედ ინგლისური ენა და ინფორმატიკაც. ცენტრში ფუქნციონირებს საბუფეტე მომსახურებაც, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული კერძები. სასწავლო პროგრამა და გრაფიკი მთლიანად მორგებული იქნება ემიგრანტთა ინტერესებსა და განრიგზე. სასწავლო ცენტრის მისამართია ქალაქი ბარი, Via Giuseppe Davanzati Forges 25.

ემიგრანტებისთვის, ეს არის შესაძლებლობა, უცხო ქვეყანაში ცხოვრება უკეთ დაგეგმონ, ემიგრაციული ყოფა გაიუმჯობესონ და ახალი გამოწვევები, პერსპექტივად აქციონ.

Add a Comment

Your email address will not be published.