ემიგრანტის მთავარი გამოწვევა ენის ბარიერის დაძლევაა – ხათუნა შარაძე

ემიგრანტის მთავარი გამოწვევა ენის ბარიერის დაძლევაა, სწორედ ამიტომ არის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ემიგრაცია რთულად გადასატანი. ცხოვრობ ღია და რეალურ სოციუმში, სადაც მნიშვნელოვნად ჩამორჩები ყოველგვარ სოციალიზაციას რადგან მიმღები ქვეყნის ენა არ იცი. ამ მიზეზის გამო ემიგრანტს ინტეგრაციის პროცესი უხანგრძლივდება და წარმოშობს სხვა და სხვა ტიპის პრობლემას.

როდესაც ემიგრანტი გავხდი შევეცადე ქართულ დიასპორაში მომეძიებინა უკვე არსებული ინფორმაციები. ძიების პროცესში ვპოულობდი ამბებს, რომელიც ძირითადად ემიგრანტთა გამოცდილებას ემყარებოდა და რომელთა სიზუსტეც ხშირ შემთხვევაში არასრული იყო. ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა. ემიგრანტს იტალიაში არსებული რეალობა დღეს უკვე ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს, მაგალითად როგორიც არის სასწავლო ცენტრი, სადაც ემიგრანტს საშუალება ეძლევა მშობლიურ ენაზე, ნულიდან დაიწყოს ენის სწავლა ზედმეტი ბარიერების გარეშე.

სწორედ ასეთი ცენტრი გახსნა ქალაქ ბარიში, ემიგრანტმა ვიქტორია ცუხიშვილმა, რომელიც 10 წელზე მეტია რაც იტალიაში ცხოვრობს. ვიქტორიას სასწავლო ცენტრი მსურველებს ენის საფუძვლიანად სწავლას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში სთავაზობს.

ვიქტორია ცუხიშვილი ასევე არის იტალიურის ენის შემსწავლელი, ოთხი წიგნის ავტორი, რომელიც ემიგრანტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიქტორიას სასწავლო ცენტრს, რომელიც არსებობის ერთ წელს ითვლის, არაერთი კმაყოფილი მოსწავლე ჰყავს. ცენტრის დაარსებამდე ვიქტორია ცუხიშვილი, ემიგრანტებს იტალიურ ენას წლების მანძილზე ონლაინ ასწავლიდა.

ემიგრანტები, რომლებიც ემიგრაციას სწორად გეგმავენ ახალ ცხოვრებას მიმღები ენის საფუძვლიანად სწავლით იწყებენ!!!

პატივისცემით ხათუნა შარაძე, საემიგრაციო მედიამაუწყებელ ExclusiveTV.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში

Add a Comment

Your email address will not be published.