ქართულ-იტალიურ ასოციაციას „ვიქტორია“ გენერალური კონსული სტუმრობდა

ქალაქ ბარიში არსებულ ქართულ-იტალიურ ასოციაციას „ვიქტორია“ გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე სტუმრობდა. 

ასოციაცია „ვიქტორია“ გასულ წელს დაარსდა, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ იტალიური ენა.

როგორც ცენტრის დამფუძნებელმა, ვიქტორია ცუხიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გენერალური კონსულის სტუმრობა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

„ვინაიდან ცენტრის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ბატონმა ვახტანგმა  მოსვლა ვერ მოახერხა, ახლა მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა მისთვის და ადგილზე გასცნობოდა ჩვენი ცენტრის საქმიანობას. სასწავლო ცენტრი სულ რამდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს, რომელიც ასევე აერთიანებს საკვირაო სკოლას ქართველი ემიგრანტი ბავშვებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბატონი ვახტანგი უშუალოდ ადგილზე გაეცნო ჩვენს მუშაობას და მხარდაჭერა გამოგვიცხადა. “ – აღნიშნა ვიქტორია ცუხიშვილმა.  

Add a Comment

Your email address will not be published.