სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!!!! ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

კულტურული ასოციაცია “ვიქტორიას ფუძემდებელი”, იტალიური ენის მასწავლებელი და თარჯიმანი ვიქტორია ცუხიშვილი, იტალიის ქალაქ ბარში, კულტურული ასოციაცია, “ვიქტორია”-ს დაარსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ასოციაცია „ვიქტორიას“ არსებობა, ემიგრანტების ცხოვრებაში პირველი პრეცედენტია, რომელიც სხვადასხვა პროფილის მქონე სასწავლო ცენტრი იქნება.

„თქვენთან ძალიან სასიხარულო და ძალიან საინტერესო სიახლეებით მოვედი:

ჩემი სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას, პირველი ოქტომბრიდან შეუდგება!!! აქ თქვენ გელოდებათ უმაღლესი ხარისხის სწავლება, სასიამოვნო გარემო და კომფორტი.



ოფისის მდებარეობა კი არის საუკეთესო, via Davanzati 25 (მწვანე ბაღის გვერდითა ქუჩა, სადაც არის იტალიური ფოსტა და ასევე ამანათების ქართული ოფისი).

ემიგრანტებო!!! რეგისტრაციას გახსნილად ვაცხადებ! მსურველებმა უნდა ჩაეწეროთ 29 სექტემბრის ჩათვლით. 29 სექტემბრამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ მესინჯერში, როგორც მე ასევე ხატია მარჯანიშვილს (ადმინისტრატორი), ან აქ დატოვოთ შეტყობინება ჯგუფ „იტალია, ემიგრაცია, იტალიური ენის უფასო სასწავლო და საინფორმაციო გვერდი“ -ში. ხოლო 29 სექტემბერს ანუ ხუთშაბათს უნდა მოხვიდეთ ადგილზე, ზემოთ მითითებულ მისამართზე და გააკეთოთ ადგილზე საბოლოო დადასტურებული რეგისტრაცია.

ადგილები შეზღუდულია!

ასე გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, სასწავლო ცენტრს ექნება ბუფეტი, რომლითაც მხოლოდ გაწევრიანებული მოსწავლეები ისარგებლებენ.

და რაც მთავარია, სწავლის პირობები, რომელსაც უნდა გაეცნოთ ყურადღებით!!! (ამ პირობებს ასევე დავწერ ცალკე პოსტად იტალიურ ენაზე).

📌 იმათთვის ვინც მუშაობს 24 საათიან სამსახურში, სასწავლო დღეები გვექნება ხუთშაბათი და კვირა (8 გაკვეთილი თვეში), ან მარტო ხუთშაბათი ან მარტო კვირა.

📌 იმათთვის ვისაც მხოლოდ 1 დღე აქვს კვირაში თავისუფალი (თვეში 4 გაკვეთილი).

📌  ხოლო მათთვის, ვინც საათობრივად მუშაობს და თავისუფალი გრაფიკი აქვს, მათთვის სწავლება კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს ყველაზე საინტერესო და საუკეთესო შემოთავაზება: ყოველი 8 გაკვეთილის შემდეგ მეცხრე გაკვეთილს ანუ თვის დახურვას გააკეთებს ლორდ ბაირონის დოცენტი Mariarosaria Mosco.

 

იტალიელი დოცენტი Mariarosaria Mosco მოგიწყობთ ჩათვლას თვის განვლილ მასალებზე, ასევე გამუშავებთ წარმოთქმაზე, აქცენტზე, გავარჯიშებთ საჭირო თემებზე დამოუკიდებლად საუბარზე და ა.შ.

ყურადღებით ადევნეთ თვალი პოსტებს, რომლებიც დღეიდან დაიდება სხვადასხვა საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამისი დონის ატესტატებს (შიდა გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში).
იჩქარეთ, რათა გახდეთ წარმატებულები“.

პატივისცემით: კულტურული ასოციაცია „ვიქტორიას“ ფუძემდებელი, ვიქტორია ცუხიშვილი.

Add a Comment

Your email address will not be published.