ლექსიკის წიგნი

0 out of 5 based on 0 customer ratings
(0 customer reviews)

20.00

ლექსიკის წიგნი-პანდემიის დროს, როცა დავიწყე იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის ონლაინ რეჟიმში იტალიური ენის სწავლება, ქართულ ენაზე ფაქტობრივად არ არსებობდა საჭირო სახელმძღვანელოები. ამიტომ ასე ვთქვათ იძულებული გავხდი მეზრუნა შესაფერისი სახელმძღვანელოების შექმნაზე, რაც ასევე ჩემი მოსწავლეების მოთხოვნაც იყო. პირველი წიგნი ჩემი ავტორობით ეს იყო ლექსიკის სახელმძღვანელო, რომელიც დაიბეჭდა 2021 წლის აპრილში. ის იყო და დღემდე რჩება ერთადერთ წიგნად, სადაც თავმოყრილია თემატურად დაყოფილი ლექსიკურ სიტყვათა მარაგი. არსებობს სხვადასხვა სასაუბროები, თუმცა ისინი განსხვავდება ჩემი ლექსიკის წიგნისგან. ლექსიკის წიგნის საფასურია 20 ევრო, იგზავნება იტალიის და საქართველოს ნებისმიერ ქალაქში (გაგზავნის შემთხვევაში ემატება გაგზავნის საფასური.) ადგილზე შეძენა შესაძლებელია ქალაქ ბარში მზიას ოფისში ან ასევე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაკონტაქტებით (ტელ. ნომ იხილეთ კონტაქტში).

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლექსიკის წიგნი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *