წესები და პირობები / უსაფრთხოების პოლიტიკა

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და  ,,ვიქტორია ცუხიშვილი  ს/ნ  60002015244″ –  “(შემდგომში ჩვენ მიერ მართულ  ვებგვერდის: www.viky.academy – “ვიკტორია აკადემია” / “კომპანია”)  შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ კომპანიის ვებ-გვერდის გამოყენებასა და მომსახურების მიღებას. აღნიშნული ვებ-გვერდი, კურსები, მასტერკლასები და კომპანიის სხვა სერვისები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, შემდგომში ერთობლივად წოდებულია, როგორც “მომსახურება”.

  • გთხოვთ, ვებ-გვერდის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე გამოყენების წესებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის მომსახურებით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ამ პირობებში მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

  • კომპანიის წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფინდენციალურობის პოლიტიკას.

 

ვიქტორიას აკადემიის შესახებ

ვიქტორია აკადემია არის ,,სასწავლო ცენტრი“  რომელიც  სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას,   ონლაინ კურსებს.

ვიქტორიას აკადემია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეხედულებისამებრ, განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები.

,,გაიგე მეტი ჩვენ შესახებ”

 

ტერმინების განმარტება

ლექტორი – პრაქტიკოსი ადამიანი, რომლიც ვიქტორია აკადემიის საბაზისო, ექსპრეს ან პროფესიონალურ კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო კურსის მონაწილეებს – მენტორობას.

სტუდენტი, მონაწილე, მსმენელი – ადამიანი, რომელიც ესწრება ვიქტორია აკადემიის ნებისმიერ კურსს, მასტერკლასს, ვორქშოპს ან სხვა ღონისძიებას.

საბაზისო კურსი – საწყისი საფეხურის კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს დაეუფლოს სფეროს საფუძვლებს;

კურსის სეტი/პაკეტი – 2 ან მეტი კურსის გაერთიანება, რომლის შეძენაც შესაძლებელია ერთად, თუმცა მათი ჩატარების დრო ინდივიდუალურია და მას განსაზღვრავს ვიქტორია აკადემია.

საკომუნიკაციო არხ(ებ)ი – ნებისმიერი სოციალური ქსელი და აპლიკაცია, ელ. ფოსტა, სმს, სატელეფონო კომუნიკაცია და სხვა.

სერტიფიკატი – კურსის დასრულების შემდეგ მონაწილის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ (რამდენი ქულა აქ წერ)  ქულა და დააკმაყოფილოს შესაბამისი კურსის წესები.

კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის წერილობით რეკომენდაციას და შესაბამისი კურსიდან გამომდინარე შესაძლოა დამატებით გაიაროს სტაჟირება ან პრაქტიკა.

ვიქტორია აკადემიის ვალდებულებები და უფლებამოსილება

ვიქტორია აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე.

ვიქტორია აკადემია ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი,  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები) და სხვა.

ვიქტორია აკადემია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან შეცვალოს კურსის/მასტერკლასის/ვორქშოპის ნებისმიერი დეტალი, მათ შორის და არამარტო – დაწყების თარიღი.

კურსის დასრულების შემდეგ ვიქტორია აკადემია კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ ,აქ წერ წულად) ქულას, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს;

ვიქტორიას  აკადემია უფლემოსილია გააკონტროლოს მონაწილის აკადემიური მოსწრება, დავალებების შესრულება, კურსის მიმდინარეობისას მისი დისციპლინური ნორმების დაცვა და ნებისმიერი სხვა შეთანხმების შესრულება, როგორც დოკუმენტური, ასევე ვერბალური;

ვიქტორია აკადემიას უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმ(ებ)ის დარღვევის, ლექციებზე დაუსწრებლობის ან სხვა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე;

ვებ გვერდის მომხმარებლისა და კურსის მონაწილის ვალდებულებები და უფლებამოსილებები

ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;

ვებ-გვერდის მომხმარებელი პასუხისმგებელია კურსზე რეგისტრაციისას და სწავლისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე;

ვებ-გვერდის მომხმარებელი და კურსის მონაწილე ვიქტორია აკადემიას აძლევს უფლებას მისგან მიიღოს საინფორმაციო, სასწავლო, სამომხმარებლო, ფინანსური, სარეკლამო ან სხვა სახის წერილი ელ. ფოსტით, სოციალური ქსელით, სმს-ით, სატელოფონო ზარით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, შეზღუდვის გარეშე.

კურსის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ვიქტორია აკადემიის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები, კურსის მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება და ნებისმიერი სხვა შეთანხმება (ვერბალური თუ სხვა);

კურსის მონაწილემ უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს ვიქტორია აკადემიის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;

მონაწილე ვალდებულია დაიცვას ვიქტორია აკადემიის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა კომპიუტერული აქსესუარები.

მონაწილეს ეკრძალება შეხვედრ(ებ)ის ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების და სხვა ნებისმიერი მასალის გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის;

კურსის მონაწილეს აქვს უფლება, მოითხოვოს უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;

თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

კურსის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არანაკლებ 100 ლარის ოდენობით;

თუ კურსის მონაწილე კურსის დაწყებამდე 10 სამუშაო დღით ნაკლებ დროში გადაიხდის თანხას, იგი იღებს პასუხისმგებლობას და აცნობიერებს რომ თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ აქვს.

 

თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც კომპანია თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს, მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული კონფინდენციალური პოლიტიკის შესაბამისად.

 

როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე ინფორმაცია ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით ვიქტორია აკადემიის არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ვიქტორია აკადემია უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას.

 

ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც ვიქტორია აკადემია მოიპოვებს თქვენ შესახებ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის.

 

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვა

ჩვენ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;

არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;

ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით;

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.

 

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

 

ვიქტორია აკადემიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვიქტორია აკადემიის მიერ ინფორმაციის დამუშავებისას გათვალისწინებულია თქვენი ინტერესები.

 

შეგროვებული ინფორმაციის სახეობა

ჩვენ ვაგროვებთ ჩვენი მომხმარებლების შესახებ პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციასა („პერსონალური ინფორმაცია“) და არაპირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციას.

 

ჩვენი მიზანი

მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;

პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის მომხმარებელთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;

ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

 

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი

თქვენი თანხმობა;

თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა;

სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;

ჩვენი კანონიერი ინტერესები და მოვალეობა;

რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 

ინფორმაციის უსაფრთხოება

ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს და ვატარებთ არაერთ ზომას პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაციის დასაცავად. თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალს მიუწვდება ხელი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შერჩეული კურსის/მომსახურების ყიდვის დროს შეგყავთ საკრედიტო ბარათის მონაცემები, ჩვენთვის თქვენ საკრედიტო ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმიუწვდომელია და აღნიშნული მონაცემების შენახვა ჩვენს მიერ არ ხდება. თქვენი საკრედიტო ბარათის დამუშავება ჩვენი პარტნიორი ბანკის უფლებამოსილებაა.

 

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო. ჩვენ ვატარებთ კომერციულად გონივრულ უსაფრთხოების ზომებს, რათა დავიცვათ მონაცემები. თუმცა ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს მესამე მხარის ქმედებაზე, რომელმაც შეიძლება უნებართვოდ მიიღოს მსგავსი ინფორმაცია.